ფლორენტინო მბაპე-ჰოლანდის დუეტზე ოცნებობს!
მხოლოდ ფლორენტინო პერესია ის ადამიანი, რომელსაც არსებული სურათის რეალობად ქცევა შეუძლია...
მადრიდის „რეალი“ სხვა კლუბებისგან განსხვავებით მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს არის. ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობა ორივე ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს და 2022 წლის ზაფხულისთვის სერიოზულ გარღვევას გეგმავს.
ჰოლანდის და მბაპეს გამადრიდელება გუნდის შეტევით რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის, სწორედ ამიტომ პერესი ყველაფერს იღონებს შეთანხმების მისაღწევად.
ახალ ბერნაბეუზე კილიანისა და ერლინგის ჩაყვანა გარკვეულწილად პერესის პრესტიჟის საკითხიც არის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო ყველაფერს იღონებს და ხელფასის სახით ასტრონომიული თანხის გადახდაზეც არ იტყვის უარს.
- 27 დეკემბერი 2021
- 833
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.