მილიტაოს ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაწყებულია
კარლო ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ ედერ მილიტაო შეუცლველი ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე 100%-იანი შედეგი დააფიქსირა, ხოლო ლა ლიგაში 98%-იანი მაჩვენებელი აქვს. ის ფაქტობრივად მუდმივად მოედანზეა...
მიმდინარე ხელშეკრულება, რომელიც ედერს „რეალთან“ აკავშირებს 2025 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული, რაც ფლორენტინო პერესს სიმშვიდის საშუალებას აძლევს, თუმცა „რეალს“ მოთამაშის შრომის დაფასება სურს, ამიტომ ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა.
სავარაუდოდ მომდევნო ზაფხულს, ედერი „მერენგებთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელსაც ვადა 2028 წლის 30 ივნისს გაუვა, ხელფასი კი 2.3 მილიონი ევროთი გაიზრდება.
ასევე შეიცვლება ედერის გამოსასყიდი თანხა და 1 მილიარდ ევროს მიაღწევს. „ბლანკოსი“ ამ პოლიტიკას ყველა მოთამაშის მიმართ ატარებს. დაახლოებით 2 წელიწადში სამეფო კლუბის ყველა წევრის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში „რეალი“ მილიტაოს იჯარით გაშვებას გეგმავს, ახლა კი მოთამაშე გუნდის შეუცვლელ წევრად ითვლება, მან არნახული პროგრესი აჩვენა.
- 26 დეკემბერი 2021
- 1 037
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.