ტოპ გრანდებმა იციან, რომ ჰოლანდმა „რეალი“ აირჩია

ესპანური გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ ერლინგ ჰოლანდი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს...

აღნიშნული ინფორმაცია ევროპის ტოპ გრანდებმა უკვე იციან. ერთის მხრივ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ამ ფაქტით შეშფოთებულია, მეორე მხრივ, კი „სიტის“, „პსჟ“, მანჩესტერ „იუნაიტედს“ და სხვა გუნდებს „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, ვინაიდან მოთამაშემ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი აირჩია.

მოთამაშის აგენტი მინო რიაოლა ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს, თუმცა დასძენს, რომ „რეალს“ ჰოლანდის დამატების კარგი შანსი ნამდვილად აქვს.

2022 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესი „ბორუსიასთვის“ 75 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელს კი 6 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსში“ გადასვლის შემდეგ ერლინგის გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევრო განისაზღვრება. ის გახდება პირველი ნორვეგიელი ფეხბურთელი, რომლის გამოსასყიდი თანხაც ამხელა ციფრს მიაღწევს.

  • Hala
  • 26 დეკემბერი 2021
  • 1 275
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)