ესპანეთში მბაპეს „რეალში“ გადასვლის თარიღი დაასახელეს!
ესპანელი ჟურნალისტები კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის თარიღს ასახელებენ...
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის პირველ დღეებში ჩანიშნული შეხვედრა უკვე ორგანიზებულია და გადამწყვეტი ეტაპი ყველაფერს წერტილს დაუსვამს.
მბაპე „რეალის“ საკუთრება 10 იანვრამდე გახდება, თუმცა გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლოტინი „რეალში“ ტრანსფერის გამო ერთჯერად სატრანსფერო ბონუსს მიიღებს, რომლის ოდენობაც 60 მილიონი ევროა. ბონუსის პირველ ნაწილს მოთამაშე ზაფხულში მიიღებს, ხოლო მეორე ნაწილის 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე.
როგორც სჩანს, მადრიდისტებს საკმაოდ საინტერესო იანვრის თვე ელით.
- 26 დეკემბერი 2021
- 2 258
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.