„რეალი“ შეცდომას აღარ დაუშვებს
ის, რომ კაი ჰავერცი ახლა „ჩელსის“ ღირსებას იცავს და არა „რეალი“, მხოლოდ მადრიდული გრანდის არასწორი მიდგომის შედეგია. ახლა კი ფლორენტინო პერესი შეცდომის გამეორებას აღარ აპირებს...
ფლორიან ვირცი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე საოცარ პროგრესს აჩვენებს, ის მადრიდის „რეალის“ რადარზე ჯერ კიდევ 3 წლის წინ მოექცა, თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდი მოთამაშის გაზრდას და ჩამოყალიბებას დალოდებოდა.
ვირცს „ლევენრკუზენთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მისი დამატება 2022 წლის ზაფხულში მაინც შესაძლებელი იქნება. ფლორენტინო პერესი ამ ტრანსფერზე მუშაობას იანვრიდან დაიწყებს და კონკრეტულ წინადადებასაც მოამზადებს.
„ბლანკოსს“ ფლორიანის ტრანსფერის გადადება არ სურს, ვინაიდან ჰავერტსთან დაკავშირებით მძიმე გამოცდილება აქვს მიღებული. 18 წლის ფეხბუთელის სანაცვლოდ „მერენგები“ დაახლოებით 75 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
ამ სეზონში ვირცმა მხოლოდ ბუნდესლიგაში 15 მატჩი გამართა, სადაც 5 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელი ძალიან პროდუქტიულია ევროპალიგაზეც, სადაც 5 ჩატარებულ მატჩში 3 გოლს და ასევე 3 საგოლე გადაცემას მოითვლის.
- 26 დეკემბერი 2021
- 1 220
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.