„ჩელსიმ“ კუნდე ფაქტობრივად გაიფორმა
ბრიტანული გამოცემების და არაერთი ბლოგერის ცნობით, მადრიდის „რეალი“ ჯულს კუნდესთვის ვეღარ იბრძოლებს, რადგან ლონდონის „ჩელსიმ“ შეთანხმებას ფაქტობრივად მიაღწია...
„არისტოკრატებმა“ იციან, რომ სეზონის ბოლოს ანტონიო რუდიგერთან გამომშვიდობება მოუწევთ, აქედან გამომდინარე, ცენტრალური მცველის დამატებაზე სერიოზულად მუშაობენ.
ჯულს კუნდე „რეალის“ რადარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ფლორენტინო პერესი გეგმავდა, რომ მის დამატებას 2022 წელს მოახერხებდა, თუმცა როგორც სჩანს, მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.
კუნდე ლონდონელი გახდება, რუდიგერისთვის კი პერესი გაორმაგებული ძალებით იბრძოლებს, ვინაიდან „ბლანკოსის“ დაცვის ცენტრს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება.
- 25 დეკემბერი 2021
- 863
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.