რამოსმა „პსჟ“-ში წითელი ბარათი მიიღო და კრიტიკა დაატყდა თავს
სერხიო რამოსმა ახალ ასპარეზზე პირველი წითელი ბარათი მიიღო. როგორც სჩანს, ესპანელი მოთამაშე სიხისტეს საფრანგეთის დედაქალაქშიც შეინარჩუნებს...
„პსჟ“-ს ბოლო მატჩში სერხიომ მხოლოდ 35 წუთი გაატარა მოედანზე, ახლა კი დისკვალიფიცირებულია. „რეალის“ ლეგენდის ქმედებას საფრანგეთში არერთგვაროვანი რეაქციები მოჰყუვა.
ზოგიერთმა კრიტიკოსმა მას შეახსენა, რომ მადრიდში აღარ თამაშობს და პარიზში მას არავინ აპატიებს ისეთ საქციელს, რასაც „რეალში“ და კონკრეტულად ლა ლიგაში პატიობდნენ.
გარდა იმისა, რომ სერხიო ტრავმებმა დატანჯა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიმდინარეობს.
- 24 დეკემბერი 2021
- 2 637
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.