კარიმ ბენზემას ინტერვიუ

სამეფო კლუბის ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა კითხვებს უპასუხა...

როგორი განწყობით ხვდებით მომავალ სეზონს?

ამაღლებული. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უფრო უკეთესად ვითამაშებ, ვიდრე ამას წინა სეზონში ვაკეთებდი. მე დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში და ვთვლი, რომ შემიძლია ისეთი გუნდის ფეხბურთელი ვიყო, როგორიც მადრიდის "რეალი" გახლავთ.

კრიტიკოსთა 90 % მიიჩნევს, რომ თქვენი ტრანსფერი ლიონიდან "ბლანკოსში" უდიდესი შეცდომა იყო...

გასაგებია, ყველა ნორმალურად მოაზროვნე გამაკრიტიკებს, რადგან მე მართლაც ვერ ვაჩვენებდი იმ დონეს, რომელსაც მთხოვდნენ. ლიონში გაცილებით უკეთესი შედეგები მქონდა და ესპანელმა გულშემატკივრებმაც დიდი იმედებით მიმიღეს, თუმცა მე ადაპტირება გამირთულდა და საბოლოოდ სეზონი ჩავაგდე, თუმცა ყველას დავუმტკიცებ რას წარმოვადგენ.

როგორ ფიქრობთ, გაუწევთ კონკურენციას გონსალო იგუაინს?

ჩემი აზრით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელი ძალა ეზრდება, პიპიტა მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია, მასში დევს რაღაც რაც მას აძლევს გოლების გატანის ალღოს, შარშანდელ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა მართლაც ყველას დაუმტკიცა თუ რას წარმოადგენდა, იგი ყოველთვის იტანდა გოლს. რეალისთვის გონსალო ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება კონკურენციას, ვფიქრობ მოურინიო სწორედ მას ენდობა ვინც მეტ გოლს გაიტანს და მის სქემაში ჩაჯდება, იმედი მაქვს მოვახერხებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას.

რა აზრის ხართ პორტუგალიელ სპეციალისტზე?

მე ამ კითხვას ყოველთვის მოკლედ და კონკრეტულად ვპასუხობ. ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და მან ჩემი მოსაზრება დაახლოებით 10-12-ჯერ დაამტკიცა.

მომავალ სეზონში რის მოგებას აპირებს სამეფო კლუბი?

ყველა ტურნირის, რომელზეც მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ კონკრეტული მიზნები გვაქვს, რომლებიც უნდა განვხაროციელთ, ჩვენთვის უმთავრესი რა თქმა უნდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში და გამარჯვება იქნება, თუმცა არც ლა ლიგაა დასაწუნებელი, ესპანეთის პრიმერას მოგება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ამ ჩემპიონატში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გამოდიან.

რამდენ გოლს გაიტანთ მომავალ სეზონში?

ეს რიტორიკული კითხვაა. ვერავინ იტყვის რამდენჯერ შეძლებს მეტოქის კარის აღებას, მე ვეცდები რაც შეიძლება ბევრი გავიტანო და გავახარო "ბლანკოსის" გულშემატკივრები.

  • Hala
  • 15 ივლისი 2010
  • 1 947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)