კესი „ტოტენჰემს“ უახლოვდება, „რეალის“ შანსები კი მცირდება
ფრანკ კესი „მილანის“ რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს. ნახევარმცველს „როსონერისთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, პირველი იანვრიდან კი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების ოფიციალურ ნებართვას მიიღებს...
ასპარეზზე „რეალიც“ იყო გამოსული, მაგრამ როგორც სჩანს, თავად მოთამაშეს პრემიერლიგა უფრო ხიბლავს და მიიჩნევს, რომ „ტოტენჰემში“ გადასვლის შემთხვევაში მოედანზე გამოჩენის უფრო ხშირი შანსი ექნება.
კესის მუდმივი სასტარტო სურს, „ბლანკოსი“ კი მას ამ გარანტიას ვერ აძლევს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ლონდონელების პარარელურად, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ფლორენტინო პერესიც გეგმავს, თუმცა მისი შანსი ამ ეტაპზე ძალიან მცირეა.
- 24 დეკემბერი 2021
- 548
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.