The Sun - ინგლისში „რეალის“ ეშინიათ
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ინგლისურმა გრანდებმა უკვე შეიტყვეს, რომ ერლინგ ჰოლანდის ფავორიტი კლუბი „რეალია“ და მოთამაშე პრემიერლიგას ლა ლიგას ამჯობინებს...
The Sun-ის ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედის“ და მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობას ამ ტრანსფერის იმედი ნელ-ნელა ეკარგებათ. თავის მხრივ, მოთამაშის აგენტი მინო რაიოლა ღიად აცხადებს, რომ ყველა მსურველი თანაბარ შანსს ფლობს, თუმცა ნორვეგიელს ესპანეთი მართლაც ხიბლავს.
„დორტმუნდის“ აღმასრულებელი დირექტორის, იოაჰიმ ვაცკეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კი არსებული ჭორები კიდევ უფრო გააღვივა და რეალური გახადა.
„მარკას“ ცნობით, ჰოლანდის ოჯახი თავად ფეხბურთელთან ერთად ბორუსიელთა ხელმძღვანელობას მალე შეხვდება და საკუთარ პოზიციაზე გააცნობს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 21 დეკემბერი 2021
- 1 215
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.