„რეალმა“ „ბილბაოსთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებმა „ბილბაოსთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულეს...
გუნდი „სან მამესზე“ ვიზიტისთვის მზად არის. ვარჯიშზე მოთამაშეებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშზე არ გამოცხადებულა დავიდ ალაბა. იტალიელმა სპეციალისტმა მთავარ გუნდთან ერთად რამდენიმე კასტილიელიც ავარჯიშა.
კოვიდინფიცირებული ფეხბურთელები მკურნალობას განაგრძობენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ბლანკოსი“ ბილბაოში დღეს საღამოს გაემგზავრება.
- 21 დეკემბერი 2021
- 593
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.