ბეტონი:„მბაპეს ოცნება ყოველთვის „რეალი“ იყო“
ზინედინ ზიდანის მარჯვენა ხელმა, დავიდ ბეტონიმ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლაზე ისაუბრა...
„მბაპე ყოველთვის ამბობდა, რომ „რეალში“ თამაში სურდა. ეს არის კლუბი, რომელში მოხვედრაზეც ფრანგი უკვე დიდი ხანია ოცნებობს. მბაპე წლების ტოპ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლოტინის გამოცდილება თვალშისაცემია. ვთვლი, რომ მისი „ბლანკოსში“ ტრანსფერი დრო მოვიდა, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება მომავალში.“
„6 თვეში ფრანგ მოთამაშეს „პსჟ“-სთან კონტრაქტი ეწურება, რაც „მერენგებს“ აძლევს ხელს, თუმცა უნდა აღინიშნოს პარიზელთა არნახული ფინანსური რესურსიც. ეჭვი არ მეპარება, „პარისენჟერმენში“ კილიანის შესანარჩუნებლად სპეციალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.“
„წარმოდგენაც კი რთულია ტრიოსი, რომელსაც ვინისიუსი, კილიანი და მბაპე ჩამოაყალიბებენ. თუ პერესი საწადელს მიაღწევს, „რეალის“ თავდასხმა უალტერნატივო იქნება.“
- 21 დეკემბერი 2021
- 796
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.