რა სახის სანქცია ემუქრებათ მადრიდისტებს?
„ლა ლიგამ“ ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის საკონკურსო და ძალადობის წინააღმდეგ კომიტეტებს მიმართა.
საჩივრის წერილით მოთხოვნილია მადრიდულ დერბიში დაფიქსირებული ფაქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში რეაგირების მოხდება.
საქმე ეხება „რეალის“ გულშემატკივრების ნაწილის ქმედებებს, რომლებიც „ატლეტიკოსთან“ შეხვედრის მიმდინარეობისას, სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიმღერებესა თუ შეძახილებს უძვიდნენ, როგორც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, ასევე ქომაგებს. ისინი განსაკუთრებით დიდი უპატივცემულობით იყვნენ განწყობილი ლუის სუარესის მიმართ.
როგორც ირკვევა, პაექრობის განმავლობაში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ დიქტორმა რამდენჯერმე მოუწოდა ადგილობრივ პუბლიკას სიმშვიდისა და წესების დაცვისაკენ.
AS
- 17 დეკემბერი 2021
- 1 706
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.