ანჩელოტი - რეკორდი რეკორდზე

ანჩელოტის განზრახული აქვს, რომ მისი „რეალში“ მეორედ მოსვლა იმაზე წარმატებული და ნაყოფიერა გამოდგეს, ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო.

იტალიელი სპეციალისტის დარიგებული გუნდი დიდებულად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში. „თეთრები“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობენ და ამასთანავე, მათ უკვე დაბევებული აქვთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზურის ბილეთები.

„ატლეტიკოს“ დამარცხებით, კარლიტომ 107-ე გამარჯვება მოიპოვა სამეფო კლუბის დამრიგებლის რანგში. ის ლუის მოლოუნის გაუტოლდა (რომელსაც 183 თამაში დასჭირდა) და ახლა დამრიგებლები აღნიშნულ კომპონენტში მე-6 პოზიციას ინაწილებენ. მათ წინ მხოლოდ ისეთი ლეგენდარული მწვრთნელები რჩებიან, როგორებიც არიან: ლეო ბეენჰაკერი (121 მოგება - 197 მატჩში), ჟოზე მოურინიო (128 მოგება - 178 მატჩში), ვისენტე დელ ბოსკე (133 მოგება - 246 მატჩში), ზინედინ ზიდანი (172 მოგება - 263 მატჩში) და მიგელ მუნიოსი (357 მოგება - 605 მატჩში). მსგავს რიტმში ასპარეზობის გაგრძელების შემთხვევაში, კარლიტოს დიდებული შანსი ექნება, ზაფხულამდე სამეულს კარს მიუკაკუნოს.

ანჩელოტის სრული სტატისტიკა „ბლანკოსში:“ 142 დაპირისირება; 107 მოგება; 17 ფრე; 18 მარცხი; 64-ჯერ მშრალად შენახული კარი; 375 გატანილი გოლი; 121 გაშვებული გოლი; ბურთების სხვაობა - +254;

AS


1

17 დეკემბერი 2021 23:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართლაც შთამბეჭდავია!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)