Marca - „რეალს“ „კადისთან“ მატჩის გადადება არ მოუთხოვია
უკვე ცნობილია, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩი, რომელიც „კადისთან“ არის ჩანიშნული, აუცილებლად შედგება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამდენი ინფიცირებულის ფონზე, „ბლანკოსი“ თამაშის გადადებას მოითხოვდა, მაგრამ „მარკა“ სხვა ინფორმაციას გვაუწყებს...
ანჩელოტი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებობს შესაბამისი რესურსი, რათა „კადისთან“ დაპირისპირება სათანადოდ წარიმართოს.
იტალიელ სპეციალისტს სჯერა საკუთარი მოთამაშეების და მიიჩნევს, რომ გუნდი 19 დეკემბრის პაექრობისთვის სრულფასოვნად იქნება მზად.
საჭიროების შემთხვევაში „მერენგების“ რიგებს რამდენიმე კასტილიელიც დაეხმარება.
- 16 დეკემბერი 2021
- 516
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.