ჩავი „ბარსელონაში“ „რეალის“ ფეხბურთელს იმატებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, სეზონის ბოლოს „რეალის“ ფეხბურთელი შესაძლოა „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს...
ჩავი ერნანდესი ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი კანდიდატად ისკო ალარკონს განიხილავს. გამოცდილი ნახევარმცველი „რეალს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, რაც „ბარსელონას“ ამოცანას უფრო მარტივს ხდის.
კატალონიელებს სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვთ, სწორედ ამიტომ ისეთი მოთამაშეებისკენ გადააქვთ ყურადღება, რომელთა დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში, თუ ისკო „კამპ ნოუს“ ბინადარი გახდება, ის „ბარსელონასთან“ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
თავად ფეხბურთელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
- 16 დეკემბერი 2021
- 5 500
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.