რა მოხდა კენჭისყრაზე? - ჩეფერინმა განმარტება გააკეთა
„უეფას“ პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დუმილი დაარღვია და ჩ/ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარკვეული ხარვეზი დაფიქსირდა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მყისვე დავუკავშირდი სერვისის მომწოდებელ კომპანიას. მათი განცხადებით, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რომელ ეტაპზე გამოვლინდა შეცდომა, შესაბამისად შედეგების სრულად გაბათილება მოხდა და დავნიშნეთ ახალი ღონისძიება.“
„ვფიქრობ, ამ დოზით არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი ტექნოლოგიებზე. ეს არ ყოფილა ადამიანური ფაქტორისგან გამოწვეული მოვლენა. „უეფა“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და ბოდიშს უხდის ყველას.“
AS
- 16 დეკემბერი 2021
- 949
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.