„რეალის“ რეკორდული სტარტი 2.0
მადრიდელების წარმატებული დასაწყისი...
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის მესამედი უკვე მიიწურა და სამეფო კლუბის მნიშვნელოვანი კონკურენციის გარეშე მეთაურობს სატურნირო ცხრილს. „რეალი“ დიდი ძალაუფლებით გამოირჩევა ისეთ ისტორიულ მეტოქეებთან, როგორებიც არიან: „ბეტისი,“ „სევილია,“ „რეალ სოსიედადი,“ „ატლეტიკო,“ „ბარსელონა“ და „ატლეტიკი.“ დედაქალაქელები დამაჯერებლად გაუმკლავდნენ ჩამოთვლილ გუნდებს და ახლა უკვე უკანა ხედვის სარკით ადვენებენ თვალს მათ ასპარეზობას.
„თეთრები“ არცთუ ისე მცირე სხვაობით არიან დაშორებულნი მოწინააღმდეგეებს, თუმცა მიუხედავად ამისა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჯერ მაინც არ ფიქრობენ, რომ პრიმერას 35-ე ტიტული უკვე მუზეუმში ინახება. კლუბში კარგად ახსოვთ 2014/15 წ.წ. სეზონი, როდესაც იგივე ანჩელოტის დამოძღვრილებმა, მიჯრით 15 ტურიანი ლიდერობა, 26-ე სათამაშო დღეს „ბარსელონას“ გადაულოცეს და შედეგად, ტიტულის გარეშე დარჩნენ. ამასთანავე, აღნიშვნის ღირსია 2003/04 წ.წ. სეზონიც. მაშინაც, კარლუშ კეირუშის ხელმძღვანელობით, ფეხბურთელებად დიდებულად დაიწყეს ჩემპიონატი, თუმცა შემდეგ დრამატულად განვითარდა მოვლენები.
სწორედ თავის ცუდ მოგონებაზე ისაუბრა იტალიელმა სპეციალისტმა „როხიბლანკოსთან“ ნამატჩევს: „„რეალში“ მუშაობის მეორე წელს, ზედიზედ 22 პაექრობა დავასრულეთ ჩვენს სასარგებლოდ, ხოლო დასკვნით ნაწილში მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოვჩნდით. ვიცი, რომ გარკვეულ ხაფანგებს ახლაც გადავაწყდებით, მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილებამ ბევრი მასწავლა.“
რა თქმა უნდა, სტატისტიკა კარლიტოს მხარეს იკავებს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონი, 2011/12 წ.წ. (მოურინიოს პირობებში, 100 ქულა და 121 გოლი) შემდეგ საუკეთესოა „რეალის“ ისტორიაში. თუ „მერენგებმა“ მსგავს ტემპში გააგრძელეს ბურთაობა, მაისში, მათი საშუალო მონაგარი იქნება 93.8 ქულა, რაც ჩემპიონობისათვის საკმარისია. მაგალითისათვის, წინა სეზონში, სიმეონემ და კომპანიამ 86 ქულის აღებით იზეიმეს ტიტული.
და ბოლოს, როდესაც „რეალმა“ უკანასკნელად მოიგო პრიმერა დივიზიონი (2019/20 წ.წ.), მე-17 ტურის თავზე, 6 ქულით ნაკლებს მოითვლიდნენ (36), ვიდრე ამ მომენტისათვის აქვთ (42).
MARCA
- 16 დეკემბერი 2021
- 856
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.