COVID19 - „რეალმა“ ვარჯიში გადადო
როგორ ჩანს, მადრიდის „რეალი“ ეპიდაფეთქების ზღვარზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი სავარჯიშო სესია, ადგილობრივი დროით 11:00 საათის ნაცვლად, 16:30 საათზე აიღებს სტარტს. მანამდე კი კლუბი პირველი შემადგენლობის ყველა წევრსა და მოსამსახურე პერსონალს „ვალდებებასის“ ბაზაზე კიდევ ერთხელ გატესტავს PCR მეთოდით.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ლუკა მოდრიჩისა და მარსელოს გარდა, „ბლანკოსის“ კიდევ 5 ფეხბურთელია კოვიდინფიცირებულია, რასაც ამ ეტაპისათვის ოფიციალური მადრიდი არ ადასტურებს.
ბრაზილიელსა და ხორვატს 10 დღით მოუწევს უქმობა, რა პერიოდის განმავლობაშიც, 2021 წელს დარჩენილ ორივე პაექრობას გამოტოვებენ.
ცნობისათვის, „ლა ლიგა“ „კადისთან“ მოახლოვებულ დაპირისპირებას იმ შემთხვევაში გადადებს, თუ „რეალის“ სამატჩო განაცხადში 14 მოთამაშეზე (აუცილებელია 1 მეკარე) მეტი არ იქნება წარმოდგენილი.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 16 დეკემბერი 2021
- 1 144
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.