ჟოზე იოვიჩს „რომაში“ გადასვლას სთავაზობს
კარლო ანჩელოტის ლუკა იოვიჩის შუა სეზონში გაშვება აღარ სურს, რადგან თვლის, რომ სერბ ფეხბურთელს ამ სეზონში გუნდის დახმარება შეუძლია...
მიუხედავად აღნიშნულისა, არ წყდება ჭორები, რომელიც ლუკას იჯარით წასვლას შეეხება. ინტერესს რამდენიმე კლუბი გამოხატავს „მილანის“ „ფიორენტინას“ და კიდევ რამდენიმე კოლექტივის სახით.
OkDiario-სა და კიდევ რამდენიმე იტალიური გამოცემის ცნობით კი, საქმეში ჟოზე მოურინიო ჩაერთო და ლუკას დარწმუნებას თავად ცდილობს. მოურინიო ფორვარდს მუდმივდ სათამაშო დროს პირდება, რაც განვითარებაში სერიოზულად შეუწყობს ხელს.
როგორც სჩანს, იანვარში იოვიჩის საკითხი ხშირად გახდება განხილვის საგანი.
- 16 დეკემბერი 2021
- 548
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.