ალაბა - ფორმულა მუშაობს
ავსტრიელის თამაშმა შედეგი მოიტანა.
მადრიდში გადაბარგების შემდეგ, დავიდ ალაბას სიხარულის მეტი არაფერი მიუგვრია კლუბისათვის. 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა „რეალმა,“ რაც გაცილებით მიმზიდველს ხდიდა კონტრაქტზე ხელმოწერის პროცესს. ვეტერან მცველს, რომლის მხრებზე ათასობით ორთაბრძოლა და ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონობა იყრის თავს, შემადგენლობის უკანა ხაზში რამოსის დანაკლისის ამოვსება დაევალა. ეჭვგარეშეა, რომ მისი ინკორპორაცია ფუნდამენტური გამოდგა ანჩელოლოტის პროექტისათვის და ეს საწყის თვეებში ნათლად გამოჩნდა. ვენის მკვიდრმა დიდებული ტანდემი შექმნა მილიტაოსთან ერთად და „რეალის“ ნამდვილ ბურჯად ჩამოყალიბდა. თითქოს ყოველივე აღნიშნული საკმარისი არ იყო და დავიდმა საიმედო ბურთაობას 2 გოლიც მიუმატა. მათ შორის ერთი „ნოუ კამპზე,“ მეტად მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.
ალაბას სათამაშო კლასს, მხოლოდ ბლანკოსის“ გულშემატკივრები არ აღიარებენ. სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) მიხედვით, ის 2021 წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ უკანასკნელმა უკან ორი კოლეგა მოიტოვა, რუბენ დიაშისა („მანჩესტერ სიტი“) და მარტინ შკრინიარის („ინტერი“) სახით. ცნობილი ინსტიტუტის ინფორმაციით, არსებული რეიტინგის შედგენისათვის, ექსკლუზიურ მეთოდს იყენებენ, რომელიც აერთიანებს ფეხბურთელის სათამაშო დროსა და იმ კლუბის ან ჩემპიონატის დონეს, სადაც უწევს მას ბურთაობა. მიმდინარე წელს დავიდმა კოლექტივთან ერთად ბუნდესლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ახალ შემადგენლობაში, დამაჯერებლად ლიდერობს პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს და ელოდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებებს.
CIES-ის წარმოდგენილ ჩამონათვალში, მე-4 ადგილი კაზემირომ დაიკავა, ხოლო მე-6 ბენზემამ. რაც შეეხება წლის საუკეთესო კიპერის წოდებას, პირველობა არავის დაუთმო კურტუამ, რომლის დიდებულ წარმოდგენებსაც გვერდის უვლიან „უეფასა“ და „ფიფაში.“ ტიბომ ისეთ კოლეგებს აჯობა, როგორებიც არიან იან ობლაკი („ატლეტიკო“) და მანუელ ნოიერი („ბაიერნი“). „რეალის“ ბოლოდროინდელ წარმატებაში ბელგიელის წვლილი ნამდვილად დიდია.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის უანგაროდ გაფორმების ფორმულა, წარმატებით იმუშავებს კილიან მბაპესა და ანტონიო რუდიგერის შემთხვევაშიც.
AS
- 16 დეკემბერი 2021
- 686
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.