ზინედინ ზიდანი: უდიდესი ფეხბურთელის აღიარება
არ არსებობს ისეთი ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც არ იცნობდა უდიდეს ფრანგ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს. ის ბრწყინვალედ ასპარეზობდა ევროპულ თუ მსოფლიოს პირველობებზე, საკლუბო ჩემპიონატებში, აჩვენებდა უმაღლესი დონის ფეხბურთს. გაჰქონდა ლამაზი გოლები მეტოქეთა კარებში. იყო მილიონობით ადამიანის გულში.
ბევრი ახალგაზრდა სპორცმენისათვის ის იყო მისაბაძი მაგალითი-შრომისმოყვარე, წყნარი, გაწონასწორებული. მოულოდნელად, 2006-წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ თამაშში, რომელიც ზიდანისათვის საბოლოო იყო მის ბრწყინვალე კარიერაში, ფრანგები ხვდებოდნენ იტალიელებს. მოედანზე შეიქმნა საკამათო სიტუაცია. ერთმანეთის პირისპირ დგანან ზიდანი და სკანდალურად ცნობილი "ინტერის" მცველი მარკო მატერაცი. იტალიელი რაღაცას ეუბნება ზინედინს. უკანასკნელი მოულოდნელად ურტყამს მარკოს მუცელში თავს, მსაჯი მოედნიდან აძევებს გენიოსს. რა დაიწყო შემდეგ? დაიწყო უმოწყალო გაკიცხვა სამგზის საუკეთესო ფეხბურთელის "ფიფას" ვერსიით, "ოქროს ბურთის" მფლობელის, უკანასკნელი ორმოცდაათი წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის და ა.შ. (ზიდანის- მიღწევების სია უდიდესია). ჟურნალისტები, საფეხბურთო კომენტატორები მომხდარის სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებდნენ. თვითონ ზიდანი კი დუმდა. რაღაც უცნაურ კომენტარებს აკეთებდა იტალიელი ფეხბურთელიც.
ორ ნახევარი წლის შემდეგ, ფრანგმა აღიარა, რომ ნანობს იმის გამო რაც მოხდა და ის არ უნდა აჰყოლოდა მარკოს პროვოკაციას, რომელმაც მის დას და დედას შეურაწყოფა მიაყენა.
-მე დავასრულე გამოსვლა დიდ ფეხბურთში ისეთმა დაღონებულმა, რომ გულისტკივილით ვიხსენებ ამის შესახებ აქამდე, გულახდილად ამბობს 36-წლის ზიდანი, ფრანგული გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუს დროს ზიდანმა განაცხადა- ჩემი მოქმედება მოედანზე იყო ინსტინქტზე დამყარებული, თუმცა მას პატიება მაინც არ ეკუთვნის. მოედნის დატოვების შემდეგ, როდესაც მე ჩავედი გასახდელში, მე ვიგრძენი თავი დაცარიელებულად. რათქმაუნდა მატერაცის საქციელი უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ მე უფრო მეტი თავშეკავება მმართებდა-გულახდილად აღიარა 36-წლის ფრანგმა.
By CH1PO
- 15 ივლისი 2010
- 2 483
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.