უგო სანჩესი: „პერესმა მკითხა, მბაპე თუ ჰალანდი...“

„რეალის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა უგო სანჩესმა, Cadena SER-ის მიკროფონთან, კლუბში განვთირებული ბოლოდროინდელი მოვლენები მიმოიხილა.

„ბენზემას ჰქონდა ყველანაირი დამსახურება, რომ „ოქროს ბურთი“ მოეგო. ვფიქრობ, „ფრანს ფუტბოლში,“ „უეფასა“ და „ფიფაში“ უცნაური რაღაცები ხდება. მათ უნდა იზრუნონ გარკვეული მიმართულებების გამოსწორებაზე, ვინაიდან სანდოობას კარგავენ. საბოლოო ჯამში საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზი მესის ერგო. ცხადია, არგენტინელსაც ეკუთვნოდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარიმის განაცხადიც სამართლიანი იყო.“

„როდესაც ვმუშაობდი „ფიფას“ კომიტეტში, მათ გაიზიარეს ჩემი მოსაზრება, თუ ვინ უნდა დაუფლებოდა „ოქროს ბურთს.“ ამის შემდეგ, საქმეში ჩაერთვნენ მწვრთნელები, ჟურნალისტები და ა.შ. ამ მომენტისათვის დადგენილიც კი არ არის, მოთამაშე ინდივიდუალური თუ გუნდური მიღწევების გამო გადის პირველ ადგილზე. ვფიქრობ, ფრანგულ გამოცემას სერიოზული გამოწვევები ელოდება მომდევნო წლებში. შარშან, უპირობოდ უნდა გადაეცათ ჯილდო ლევანდოვსკისთვის. ეს საკითხი გამოსასწორებელია.“

„მბაპე თუ ჰალანდი? მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პრეზიდენტ პერესთან და მანაც სწორედ ანალოგიური კითხვა დამისვა, თუ რას ვფიქრობდი აღნიშნულ ფეხბურთელებზე. მე ვუპასუხე, რომ „რეალი“ მიჩვეულია შემადგენლობაში საუკეთესო წევრების ყოლას. ვგონებ, ორივესთვის მოსახერხებელია მადრიდული გრანდის მაისურის მორგება. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. ჰალანდი ფორვარდია, ხოლო მბაპე ყოვლისმომცველი. ფრანგი ბენზემას მაგონებს, ჰოლანდიელი კი კრიშტიანუს. ერლინგი საყრდენი ნიშნულია, რომელიც სჭირდება „ბლანკოსს.“ ის ნამდვილი მხეცია.“

„თუ მბაპე და ჰალანდი ესპანეთის დედაქალაქში დამკვიდრდებიან, ვინისიუსთან მუშაობა იქნება საჭირო, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თავისი შესაძლებლობების განვითარება.“

„არ მგონია, რომ „პსჟ“ უძლეველია. დღევანდელი ფეხბურთეი საკმაოდ ფიზიკური და ინტენსიურია. ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ტრავმიანობა. ცხადია, „რეალს“ ძალუძს წარმატების მიღწევა ამ ორთაბრძოლაში. როგორც ჩანს, მადრიდელებს „უეფას“ წინააღმდეგაც მოუწევთ თამაში. “

„„ატლეტიკოს“ შემადგენლობაში 4 წლის განმავლობაში ვასპარეზობდი და ამისათვის მადლიერი ვარ. სწორედ ტიტულები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მეორე მადრიდულ კლუბში გადავბარგდი. აღნიშნულის გარეშე რთულია საუკეთესოობა.“

„სუპერლიგის იდეა მომწონს. ყველაფერი, რაც გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას ემსახურება, მისასალმებელია. ყველამ პატივი უნდა სცეს იდეას.“

„განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუ“ შოკისმომგვრელი იქნება.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)