ოფიციალურად - „რეალი,“ „ატლეტიკი“ და „ბარსა“ სამართლებრივ დავას იწყებენ
მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„„ატლეტიკი,“ „ბარსელონა“ და „რეალი“ იტყობიენებიან, რომ სამართლებრივ დავას იწყებენ „ლა ლიგის“ ანმსაბლეის მიერ 10 დეკემბერს მიღებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც „ლა ლიგა“ საინვესტიციო ფონდ „CVC“-სთან ერთად აპირებს. ჩვენი ხედვით, საქმე გვაქვს სრულიად უკანონო მოქმედებასთან. ეს წარმოუდგენელ ზიანს აყენებს ესპანური ფეხბურთის მთლიან სექტორს და ამასთანავე, უხეშად არღვევს ესპანეთის სპორტის კანონის ელემენტარულ პრინციპებსა და „ლა ლიგის“ წესდებას.“
როგორც იცით, განვლილ ზაფხულს, „ლა ლიგამ“ საკუთარი აქციების 11% კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდ CVC-ის, 2.7 მილიარდ ევროდ მიჰყიდა. აღნიშნული გარიგების შედეგად, ჩემპიონატის კლუბები სოლიდურ თანხას მიიღებენ, თუმცა ზ/ხსენებული გუნდები რიგი პირობების გამო არ ემხრობიან მას. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სახელდება ის, რომ საფეხბურთო ორგანიზაციებს სატელევიზიო უფლებების 10% პროცენტის დათმობა მოუწევთ.
- 15 დეკემბერი 2021
- 1 592
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.