აზარს ყოფილი კლუბი ეპატიჟება
შეიძლება ითქვას, რომ ედენ აზარის მადრიდული კარიერა ვერ შედგა.
ბელგიელ ფეხბურთელს, ფაქტობრივად, აღარ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. ის ძირითად დროს ლაზარეთში თუ არა, სათადარიგო სკამზე ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლილი“ გამოთქვამს ყოფილი შეგირდების დაბრუნების სურვილს. ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, 15 მლნ. ევროს სანაცვლოდ „ფიორენტინაში“ ასხვისებს შემადგენლობის ერთ-ერთ ლიდერ ნანიტამო იკონეს და შესაბამისად, მათ დღის წესრიგში დანაკლისის აღმოფხვრა დგას.
ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ოლივიერ ლეტანგმა, „შვიდიანთან“ დაკავშირებით ისაუბრა: „აზარის დაბრუნება შეუძლებლად სულაც არ მიმაჩნია. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ჩავალ ესპანეთში. ის შეუდარებელი ფეხბურთელია, ბევრი კარგი თვისები.“
არსებული მომენტისათვის, აზარის სატრანსფერო ფასი 40 მლნ. ევროს შეადგენს. „რეალი“ კი მზად არის შეგირდთან დაკავშირებით წინადებები მოისმინოს.
AS
- 15 დეკემბერი 2021
- 908
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.