სასიამოვნო სიახლე! - პირველი ვარჯიში „კადისთან“ მატჩამდე
2 დღიანი დამსახურებული დასვენების შემდეგ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები „ვალდებებასზე“ შეიკრიბნენ. ანჩელოტის შეგირდები „კადისთან“ გასამართი მატჩისათვის შუდგნენ მზადებას.
განვლილი სესია გახურებით დაიწყო, რასაც ფიზიკური სავარჯიშოების შესრულება მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ, აქცენტი ტაქტიკურ კომპონენტებზე გამახვილდა, ხოლო ბოლოს, მოთამაშეებმა პატარა მოედანზე მინი საფეხბურთო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თანაგუნდელების გვერდით მუშაობა განაახლა დანი სებალიოსმა. მან და ბეილმა მხოლოდ გარკვეული პერიოდი ივარჯიშეს სრული დატვირთვით. რაც შეეხება ბენზემას, კროოსს, ალაბასა და კარვახალს, ისინი სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ.
- 15 დეკემბერი 2021
- 846
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.