„რეალის“ 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
კლუბის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩმა და მარსელომ COVID19-ზე ჩატარებული ტესტირების შემდეგ, დადებითი პასუხი მიიღეს.
ხორვატი და ბრაზილიელი მოთამაშეები მიმდინარე წელს დარჩენილ მატჩებში („კადისთან“ და „ატლეტიკთან“) მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მათ!
- 15 დეკემბერი 2021
- 1 205
- 6