ჰალანდი - რატომ დუმს „რეალი?“
ბოლო პერიოდში ნორვეგიელი გოლეადორის საკითხი კვლავ აქტუალურობას იძენს.
განვლილ კვირას, მინო რაიოლამ ახალი კომენტარი გააკეთა ჰალანდის მომავალთან დაკავშირებით და მან პოტენციური კლუბებიც კი დაასახელა (მათ შორის არიან „რეალი“ და „ბარსელონა“), სადაც შესაძლებელია კარიერა გააგრძელოს მისმა კლიენტმა. გუშინ, საფეხბურთო წარმომადგენელი კატალონიური გრანდის პრეზიდენტსაც კი შეხვდა (დიდი ალბათობით, სხვა საკითხებზე იყო საუბარი).
ცხადია, ახალგაზრდა თავდამსხმელისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ მადრიდში, თუმცა ისინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ აგენტის მიერ გამართულ საჯარო აუქციონში. ფლორენტინო პერესი სიტუაციას გარედან აკვირდება და დუმილს ინარჩუნებს. ამასთანავე, „თეთრებს“ მოეხსენებათ, რომ ერლინგის გადაბირება, თუ მან ემოციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არ მიიღო, სუფთა ეკონომიკურ პრინციპებთან იქნება ურთიერთობაში. „პსჟ“ და „სიტი“ მზად არიან ნებისმიერი დასახელებული ოდენობა ჩაუთვალონ „ბორუსიას,“ რისი ფუფუნებაც ნამდვილ არ გააჩნიათ ესპანელებს და შესაბამისად, მათი პოზიცია ლოგიკასთან შესაბამისობაშია.
აღნინულს ემატება მბაპესა და ბენზემას ფაქტორიც. ახალგაზრდა ფრანგი „რეალისათვის“ პრიორიტეტიების სათავეში დგას, ხოლო ვეტერანი ფრანგი, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს, არავისთვის აპირებს „ცხრიანის“ დათმობას და კიდევ არა ერთი სეზონის ჩატარება შედის მის გეგმებში.
ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ თავად ჰალანდი არ მოინდომებს სამეფო კლუბის მაისურის მორგებას, „რეალი“ არაფრის მომცემ კონკურენციაში შესვლისაგან თავს შეიკავებს.
MARCA
- 15 დეკემბერი 2021
- 1 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.