„ლივერპულის“ მეგა ვარსკვლავი მადრიდის „რეალში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპულის“ სპორტული დირექტორი, სეზონის ბოლოს ინგლისს დატოტვებს და მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. მხარეებს მოქმედი კონტრაქტი უსრულდებათ...
ინგლისელთა ცნობით, მაიკლ ედვარდსი „ბლანკოსში“ დანიშვნის შემდეგ მუჰამედ სალაჰის გამადრიდელებაზე იმუშავებს და არ არის გამორიცხული, პირველი ტრანსფერი სწორედ ეგვიპტელი იყოს. სწორედ მაიკლმა უზრუნველყო თავის დროზე მოს „ენფილდზე“ ჩაყვანა, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
2022 წელს „ლივერპული“ შემტევს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში მას ტრანსფერზე დააყენებს, რადგან ამჟამინდელ შეთანხმებას ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს სალაჰის კანდიდატურა ძალიან მოსწონს და მის სანაცვლოდ 110 მილიონი ევროს გამეტება აქვს განზრახული.
- 15 დეკემბერი 2021
- 5 385
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.