ანჩელოტი კარვახალს დაასვენებს?

ანჩელოტის გადაწყვეტილება.

„ატლეტიკოსთან“ მატჩის 81-ე წუთზე, კარვახალის ნაცვლად ნაჩო ჩაერთო საქმეში. დანიმ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და მწვრთნელმაც მისი შეცვლა გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, დაზიანება მსუბუქი გამოდგა, თუმცა მიუხედავად ამისა, კვირას, „კადისის“ წინააღმდეგ ის სათამაშო წუთებს ვერ მიიღებს. იტალიელი დამრიგებელი საკმაოდ დიდ ყურადღებას იჩენს „ორიანის“ კონდიციების მიმართ, ვინაიდან განვლილი თვეების განმავლობაში, მას არა ერთხელ მოუწია ლაზარეთის კარის შეღება. ამ ეტაპზე მწვრთნელის მიზანია კარვახალის დასვენება, რათა სრულ მზადყოფნაში შეხვდეს 2021 წლის ბოლო დაპირისპირებას (22 დეკემბერს, „ატლეტიკთან“).

მიმდინარე სეზონში დანიელმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (1078 წუთი). სავარაუდოდ, ანდალუსიელებთან პაექრობაში, სასტარტო თერთმეტეულში მარჯვენა მცველის ამპლუას ლუკას ვასკესი მოირგებს.

DC

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)