გუტიერესი დაბრუნდა და გამოწვევას იღებს
20 წლის ფეხბურთელი ტრავმისაგან სრულად გამოჯანმრთელდა.
გუტიერესს მუხლზე მიღებული დაზიანების გამო, რამდენიმე კვირით უქმობა მოუწია. მოთამაშემ უკვე უკან მოიტოვა რთული დღეები და მოედანზე დაბრუნდა. განვლილ უქმეებზე, მონაწილეობა მიიღო „კასტილიას“ დაპირისპირებაში, რომელიც ფრედ დასრულდა.
მიმდინარე სეზონში მარცხენა მცველმა მთავარი გუნდის რიგებში 4-ჯერ იასპარეზა (საერთო ჯამში 326 წუთი). მიუხედავად იმისა, რომ მენდისა და მარსელოს მწყობრში ყოფნის პირობებში მას ძალიან გაუჭირდება „რეალის“ მომავალ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვებას არ აპირებს. სეზონის დარჩენილ ნაწილში, მიგელი ძირითადად რაულის განკარგულებაში იქნება (ანჩელოტი ხშირად მოუხმობს ვარჯიშებზე), ხოლო საჭიროების შემთხვევაში პირველ შემადგენლობასაც მიეხმარება. მისი კალიბრის ფიგურა მეტად მნიშვნელოვანია „ელ კაპიტანოსთვის,“ რომლის მიზანსაც ესპანეთის რანგით მეორე ტურნირზე დაწინაურება წარმოადგენს.
თავის მხრივ, გუტიერესზე დიდ იმედებს ამყარებენ „რეალში.“ შესაძლებელია, ზაფხულში, ბრაზილიელის გადაბარგების შემდეგ, სწორედ ის გახდეს ფერლანის დუბლიორი.
ფეხბურთელს საკმაოდ იმედიანად შეჰყურებდა ზინედინ ზიდანიც. განვლილ სეზონში ფრანგმა უკანასკნელ 7 შეხვედრაში, 6-ჯერ გამოიყენა მისი შესაძლებლობები. აქედან, 3-ჯერ სასტარტო თერთმეტეულიდან.
AS
- 15 დეკემბერი 2021
- 811
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.