„რეალის“ უპირატესობა მომავალ მეტოქესთან

საშობაო არდადეგების დადგომამდე, სამეფო კლუბს მხოლოდ 2 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.

კვირას, პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში, ანჩელოტის შეგირდები „კადისს“ უმასპინძლებენ. ანდალუსიური კოლექტივი მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ამ ეტაპისათვის, „ყვითლები“ მხოლოდ 13 ქულასა და სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას სჯერდებიან.

არსებულ მომენტამდე, „რეალისა“ და „კადისის“ გზები 26-ჯერ გადაიკვეთა. „თეთრები“ 19 გამარჯვებას, 3 ფრესა და 4 მარცხს მოითვლიან მომავალი მეტოქის წინააღმდეგ. მათ 58 გოლი აქვთ გატანილი კადისელების კარში, ხოლო 18 გაშვებული. რაც შეეხება უშუალოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაფიქსირებულ შედეგებს - 11 მოგება, 1 ყაიმი და 1 წაგება.

აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში „პირატებმა“ მადრიდიდან ერთხელ მოახერხეს 3 ქულის წაღება. ეს შარშან მოხდა, როდესაც „ალფრედო დი სტეფანოზე“ ლოსანოს გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით (0-1) სძლიეს ზიდანის დამოძღვრილებს.

„ბლანკოსმა“ ყველაზე დიდი ანგარიშით 1983 წელს გაანადგურა „კადისი“ - 6-2. ამასთანავე, გამოსარჩევია 1987 წლის მატჩიც და მადრიდელების 4 უპასუხო გოლი.

DC

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)