ბენზემა: „მბაპე მადრიდის „რეალში?““
მადრიდული AS-ის ორგანიზებით, ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. შთამბეჭდავი 2021 წლის გამო, კარიმ ბენზემამ გამოცემისაგან სპეციალური ჯილდო მიიღო.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ფრანგი თავდამსხმელი ფელიპე რეიესთან ერთად მივიდა. ეჭვგარეშეა, რომ 33 წლის ასაკში, „ცხრიანს“ კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას. კარიმი ისეთი გადამწყვეტი და შემოქმედია, როგორც არასდროს: „ის ღვინოსავით არის, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო კარგი ხდება“ - აღნიშნა ანჩელოტიმ ცოტა ხნის წინ. „ის ტოტალური ფეხბურთელია“ - დაამატა ზიდანმა.
ბენზემამ AS Sports Award-ი ბანკ „სანტანდერის“ დირექტორისაგან მიიღო: „დიდი მადლობა. ყოველთვის თამაშის გაუმჯობესებისაკენ ვიღწვი. ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და სათანადო დახმარება გავუწიო გუნდს“ - დასძინა მოთამშემ, რომელსაც მარისკალის სკულპტურა ეჭირა ხელში.
სუსანა გუაჩმა მას ჩემპიონთა ლიგის კენჭყისყრის შესახებ ჰკითხა: „ვგონებ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატების მისაღწევად, ყველა შეხვედრის მოგება გვმართებს. „პსჟ“ ჩვენს მსგავსად დიდებული კლუბია. „რეალი“ მხოლოდ გამარჯვებისთვის იასპარეზებს. ეს არის თამაში, რომელშიც ყველას უნდა მონაწილეობის მიღება. მომდევნო დაპირისპირებები ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისა და ფანებისათვის. ჩვენ ჩემპიონობა გვწყურია.“
მიმდინარე წელს ბენზემა ახლოს იყო „ოქროს ბურთის“ მოგებასთან, თუმცა გაისად, მისი პოზიციები გაცილებით მყარი იქნება. 2022 წელს, დიდი ალბათობით, კარიმი დაეუფლება ლა ლიგის ტიტულის. პარალელურად, „პიჩიჩის“ ერთ-ერთი მთავარ პრეტენდენტად ითვლება. ის ძალებს არ დაზოგავს ჩემპიონთა ლიგასა და „კოპა დელ რეიზე. ამასთანავე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი იქნება ყატარში გასამართ მუნდიალზე.
„რეალის“ გოლეადორი შეუჩერებელია. კარიმი უკვე მოითვლის 45 გოლს კალენდარული წლის განმავლობაში (ამ მაჩვენებელში მხოლოდ რონალდუს, ჰალანდს, მბაპესა და ლევანდოვსკის ჩამორჩება). აწმყოში მან ღირსეულად მოიპოვა AS-ის მკითხველების აღიარება, თუმცა ფეხბურთელის მომავალი გაცილებით უკეთესად გამოიყურება.
ცერემონიის დატოვებამდე, მანუ კორენიომ (El Larguero de la Cadena SER) ლა ლიგის მთავარ მეგოლეს მბაპესთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა: „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებს მიიღებს კილიანი.“
„მე მორიგი ჯილდო მივიღე, თუმცა ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივია კოლექტიური ტიტულები.“
„ამ მომენტისათვის „რეალი“ შესანიშნავად გამოიყურება. ჩვენ პრიმერას სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ, ხოლო ევროპაში 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. გვინდა, რომ მსგავს ტემპში გავაგრძელოთ ბურთაობა.“
„ჯერ-ჯერობით ნაადრევია ჩემპიონობაზე საუბარი, თუმცა ფავორიტები ვართ.“
„ვცდილობ, ყოველი მომდევნო წელი წინაზე უკეთესი გამოვიდეს.“
„აღნიშნულ აღიარებას სახლში დასვენებით აღვნიშნავ, ვინაიდან ოთხშაბათს ვარჯიში უნდა განვაახლოთ.“
„ვინის ასპარეზობით გაკვირვებული არ ვარ. კარგად ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ.“
AS
- 15 დეკემბერი 2021
- 1 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.