The Independent - „რეალი“ მაიკლ ედვარდსთან მოლაპარაკებებს იწყებს
The Independent - ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი „ლივერპულის“ სპორტულ დირექტორ მაიკლ ედვარდსთან მოლაპარაკებებს იწყებს...
ედვარდსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ლივერპულში“ იმუშავებს, შემდეგ კი ახალ გამოწვევას დაელოდება.
პერესი მოხიბლულია იმ ფაქტით, რომ მაიკლმა მერსისაიდულ კლუბში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად „ლივერპულს“ სუპერ გრანდის სტატუსი მისცა. სწორედ ედვარდსის სახელს უკავშირდება კლოპის გუნდში სადიო მანეს და მო სალაჰის ტრანსფერი.
ესპანეთში თვლიან, რომ ედვარდს იდეალური ხედვა აქვს, რაც „ბლანკოსს“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში დიდ დახმარებას გაუწევს.
- 14 დეკემბერი 2021
- 1 062
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.