მბაპეს პასუხი „ადამიან ობობას:“ „ეს შეუძლებელია“
როგორც იცით, 29 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას, რომელსაც პარიზის თეატრმა უმასპინძლა, არა ერთი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყო ინგლისელი მსახიობი თომას ჰოლანდი. ეს უკანასკნელი 2017 წელს, „ადამიანი ობობას“ როლის შემსრულებელი გახდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, ბრიტანელმა მბაპესთან შეხვედრა გაიხსენა: „როდესაც გალა საღამოზე ჩვენი გზები გადაიკვეთა, ვუთხარი, რომ ძალიან მესიამოვნა მისი ნახვა. კილიანი საკმაოდ თბილად მომესალმა, რის შემდეგაც ვთხოვე „ტოტენჰემში“ გადმოსულიყო სათამაშოდ. ფრანგმა ამის მოსმენისთანავე სიცილი დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელი იყო.“
განვლილი წლების განმავლობაში მბაპეს რამდენჯერმე უწინასწარმეტყველეს „ნისლიან ალბიონზე“ კარიერის გაგრძელება, თუმცა ახალგაზრდა შემტევს მხოლოდ „რეალში“ თამაში ხიბლავს.
AS
- 14 დეკემბერი 2021
- 1 104
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.