ეს სამარცხვინოა! - FIFA/FIFPRO-ზე მხოლოდ 2 მადრიდელი მოხვდა
FIFA-მ და FIFPRO-მ (პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ფედერაცია) წლის გუნდის ნომინაციაზე 23 ფეხბურთელი წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად, სამეფო კლუბის რიგებიდან დავიდ ალაბა და კარიმ ბენზემა იბრძოლებენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩამონათვალში ვერ შეხვდებით ტიბო კურტუას, ვინისიუს ჯუნიორს, ლუკა მოდრიჩს, ტონი კროოსსა და კაზემიროს, თუმცა საპირისპიროდ, ნომინირებულ მოთამაშეებს შორის გადააწყდებით ისეთ გვარებს, როგორებიცაა: ბუსკეტსი, დე იონგი, ბრუნო ფერნანდეში, ჟორდი ალბა, დანი ალვეში, ალისონ ბეკერი და ა.შ.
მეკარეები: ალისონ ბეკერი, ჯანლუიჯი დონარუმა და ედუარდ მენდი;
მცველები: დავიდ ალაბა, ჟორდი ალბა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი და დუბენ დიაში;
ნახევარმცელები: სერხიო ბუსკეტსი, კევინ დე ბრუინი, ბრუნო ფერნანდეში, ფრენკი დე იონგი, ჟორჟინიო და ნ გოლო კანტე;
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარ ჯუნიორი.
მსოფლიოს 11-ეულის გამოვლენა 17 იანვარს, FIFA Best Awards-ის ცერემონიაზე მოხდება. გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ ფეხბურთელები იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
- 14 დეკემბერი 2021
- 3 386
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.