ანჩელოტიმ უკანა ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა

კურტუას საიმედოობისა და ცენტრალური მცველების თავდაჯერებულობის წყალობით, „რეალის“ უკანა ხაზი სუსტიდან უძლიერესს რგოლამდე ჩამოყალიბდა.

„ძალიან მომწონს გუნდის ასპარეზობა დაცვაში. ჩვენ ამ ასპექტში ყველაზე მეტად გავაუმჯობესეთ ასპარეზობა. ახლა გაცილებით მტკიცედ გამოვიყურებით“ - დასძინა კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ ნამატჩევს. კარლიტომ, როგორც იტალიური სკოლის ერთგულმა, შემადგენლობის თავდაცვითი პოტენციალი სათანადო სიმაღლეზე აიყვანა, რაც წარმატების საწინდარი გახდა. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ „რეალს“ უკანასკნელ 4 მატჩში („ატლეტიკთან,“ „რეალ სოსიედადთან,“ „ინტერთან“ და „ატლეტიკოსთან“) გოლი არ გაეშვა, დამრიგებელს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწია.

პრიმერაში ჩატარებულ საწყის 8 მატჩში, მეტოქეებმა „თეთრების“ კარის დამწუხრება 10-ჯერ მოახერხეს, რაც საშუალოდ, ერთზე მეტ შედეგიან დარტყმას უდრის პაექრობის განმავლობაში, ხოლო უკანასკნელ 9 დაპირისპირებაში („ესპანიოლთან“ განცდილი მარცხის შემდეგ), მადრიდელებმა მხოლოდ 5 ბურთი მიიღეს. განსხვავებული სურათია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ესპანური კოლექტივი, „ბაიერნთან“ ერთად, ყველაზე ცოტა გაშვებული გოლით იწონებს თავს (ორივეს 3-3).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიღწეულ სტაბილურობაში ლომის წვლილი მიუძღვის ბელგიელ გოლკიპერს. სწორედ ის არის მთავარი პასუხისმგებელი დარტყმების განეიტრალებაზე. ბოლო შეხვედრების განმავლობაში, მან სრულად ამოქოლა ზურგს უკან არსებული ზონა და არავის აძლევს ოპერირების საშუალებას. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ტიბომ 6 სეივი ჩაიწერა აქტივში, რაც საერთო ჯამში მისთვის 46-ე გამოდგა მიმდინარე პრიმერაში. კურტუამ მისკენ გასროლილი ბურთების 75,4% პროცენტი უგულებელყო, რაც მე-5 საუკეთესო შედეგია ესპანეთის ჩემპიონატში.

ალაბასა და მილიტაოს ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადავიდა. განვლილი თამაშების განმავლობაში, ბრაზილიელისა და ავსტრიელის ტანდემმა საერთო ჯამში 150-ჯერ (ედერი - 80, დავიდი - 66) დაუბრუნა ბურთი გუნდს და ამასთანავე, ისინი 119-ჯერ (ედერი - 31, დავიდი - 88) გამოვიდნენ გამარჯვებულნი ორთაბრძოლიდან.

ფრთებზე მოასპარეზე მენდი და კარვახალი უზრუნველყოფენ სრულყოფილ ბალანსს წინა და უკანა ხაზებს შორის. მათ ანგარიშზეა 82 გამომუშავებული ბურთი (დანი - 49, ფერლანი - 33). საინტერესოა, რომ დაცვის ოთხეულმა მადრიდულ დერბიში მხოლოდ 11 არაზუსტი გადაცემა შეასრულა, რაც არსებული დამაჯერებლობის ნათელი დემონსტრირებაა.

ცხადია, მოწინააღმდეგეების იერიშების დროს, არ უნდა გამოგვრჩეს ნახევარმცველებისა და შემტევების ღვაწლი, რომელსაც ისინი უშეღავათო ბრძოლაში იღებენ. „ატლესთან“ კაზემიროს, მოდრიჩისა და კროოსის ტრიომ 12 შემთხვევაში დაუბრუნა „რეალს“ ბურთის ფლობა. აღნიშნულ კომპონენტში კი საუკეთესო გახლდათ ვინი. ამ უკანასკნელმა 6-ჯერ მოიპოვა ბურთზე უპირატესობა.

„მე მყავს გუნდი, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევს, რადგან ვიცი მათი მოქმედებების შესახებ. ისინი წარმატებით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩემი შეგირდები მხოლოდ კვალიფიციურობით არ გამოირჩევიან“ - დაამატა კარლიტომ.

„რეალში“ დაბრუნებულმა დამრიგებელმა ძირითადი შემადგენლობის თითოეულს წევრს შთააგონა, რომ საჭიროა წინ და უკან თანაბარი ძალისხმევით თამაში. ახლა მთავარია მოხდეს ინტენსიურობის ასეთი დონის შენარჩუნება, რათა მაისის თვეში ახალი ტიტულები გამოჩნდეს რადარზე.

AS


1

14 დეკემბერი 2021 18:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამათ თუ კიდე ის გიჟი გერმანელი დაემატათ წარმოდეგნაც არ მინდა რა მოხდება

2

14 დეკემბერი 2021 19:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 142
ვინიიი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)