„რეალის“ ცხელი ბურთულები - მითი თუ რეალობა?
„უეფაში“ განვითარებული მოვლენები დიდხანს ემახსოვრება საფეხბურთო საზოგადოებას.
„რეალის“ სიხარული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე „ბენფიკასთან“ გზების გადაკვეთის გამო დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მოგვიანებით, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით ბათილად ცნო აღნიშნული წილისყრის შედეგები და მყისვე მეორე ჩანიშნა, სადაც უკვე სამეფო კლუბის მეტოქედ პარიზული გრანდი მოგვევლინა. „ბლანკოსისადმი“ ანტიპათიით განწყობილმა გულშემატკივრებმა, სოციალური ქსელის მეშვეობით აღნიშნეს, რომ ხელახალი კენჭისყრის პირობებში, ე.წ. ცხელი ბურთულების პრინციპმა არ იმუშავა.
რა თქმა უნდა, ქომაგების მოსაზრება, თითქოს სპორტის ამ მიმართულების ბოსები „რეალს“ გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებენ მსგავსი ღონისძიებების დროს, მითია და მეტი არაფერი. ან უფრო მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მიღწევებით გაბოროტებული ადამიანების პოზიცია.
აღნიშნულის ნათელი დასტურია 2017/2018 წ.წ. სეზონი, როდესაც ზიდანის დამოძღვრილებმა ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტიტული დაიბევეს. მაშინ, „თეთრებს“ ჯგუფურ ეტაპზე ისეთი გუნდები უწევდნენ კონკურენციას, როგორებიც „ტოტენჰემი“ და „ბორუასია“ არიან, ხოლო საბოლოო გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე, მათ ზედიზედ მოუხდათ „პსჟ“-ს (1/8 ფინალში), „იუვენტუსის“ (1/4 ფინალი), „ბაიერნისა“ (1/2 ფინალი) და „ლივერპულის“ (ფინალი) ბარიერების დაძლევა.
არანაკლებ რთული გამოდგა 2016/2017 წ.წ. სეზონიც. ტურნირის საწყისი ეტაპის გადალახვის შემდეგ, მადრიდელებს ჯერ „ნაპოლი“ (1/8 ფინალი), ერგოდ მეტოქედ, შემდეგ „ბაიერნი“ (1/4 ფინალი) და „ატლეტიკო“ (1/2 ფინალი), ხოლო ბოლოს „იუვენტუსი“ (ფინალი).
რაც შეეხება „ლა დესიმას“ სეზონს. ლისაბონის ფინალში „ატლეტიკოს“ დამარცხებამდე, სამეფო გუნდს მიჯრით 3 გერმანული კოლექტივის (შესაბამისად, „შალკეს,“ „ბორუსიასა“ და „ბაიერნის“) ჩამოშორება მოუხდა.
ალბათ, უკანასკნელი პერიოდის ყველაზე მარტივი ბადე, ესპანელებისათვის 2011/2012 წ.წ. სეზონში დაფიქსირდა. ჟოზე მოურინიოს დარიგებულებს 1/8 ფინალში მოსკოვის „ცსკ“-ა შეხვდათ, ხოლო 1/4 ფინალში „აპოელი.“ მიუხედავად ასეთი კალენდრისა, „განსაკუთრებულმა“ მაინც ვერ მოახერხა შემადგენლობის ფინალში გაყვანა, ამაში კი ლომის წვლილი „ბაიერნს“ მიუძღვის.
და ბოლოს, განვლილ სეზონში, „რეალი“ ასევე ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც „ჩელსიმ“ არ მისცა წინ წასვლის საშუალება. მანამდე, დედაქალაქელებმა „ატალანტა“ (1/8 ფინალში) და „ლივერპული“ (1/4 ფინალში) მოიტოვეს უკან.
რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ადრეულ სტადიაზე ურთულეს მოწინააღმდეგესთან პაექრობა არავის ინტერესებში შედის, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ ერთ მხარეს დგას მადრიდის „რეალი,“ რომელმაც აღნიშნული ჩემპიონატი ისტორიაში 13-ჯერ მოიგო. თუ ვინმეს მოკლე მეხსიერება აქვს ან ფეხბურთის ყურება „გუშინ“ დაიწყო, იმათაც ვაუწყებთ/შევახსენებთ - რამდენიმე სეზონის წინ, ზინედინ ზიდანის მეთაურობით, მადრიდისტებმა მიყოლებით 3-ჯერ ააჟღერეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჰიმნი „სიბელესზე“ და ამით ყველაფერი ნათელია!
ჰალა მადრიდ !!!
- 14 დეკემბერი 2021
- 1 186
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.