ფრანგული პრესა „პსჟ“-ს: „სირცხვილია!“
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი წილისწყრის შემდეგ, „რეალისა“ და „პსჟ“-ს წყვილი ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, დღის ბოლოს, „უეფას“ შტაბ-ბინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ბლანკოსის“ პოზიცია ემილიო ბუტრაგენიომ გაახმაურა. პარიზული გრანდი კი, რომლის თავდაპირველი მეტოქეც „მანჩესტერ იუნაიტედი“ უნდა ყოფილიყო, ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.
„ლურჯების“ ხელმძღვანელობის განზე გადგოგამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ფრანგულ პრესაში, რომელიც ისედაც კრიტიკით გამოირჩევა. გამოცემა Le Parisien-მა, „პსჟ“ გულგრილობას „სირცხვილი“ უწოდა. ჟურნალისტის ცნობით, ნასირ ელ-ხელაიფის, რომელიც თვეების წინ ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) პრეზიდენტად დაინიშნა, „უეფაში“ მოპოვებული პრივილეგირებული სიტუაციის გამო არ სურს მომხდარზე პრეტენზიის გამოთქმა.
კულუალური ინფორმაციით, ფრანგებს დიდად არ აწყობდათ ოპონენტის ცვლილება და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის აღნიშნულ სტადიაზე „რეალის“ დარ მეტოქესთან ჭიდილი. წარუმატებლობის შემთხვევაში, არაბი შეიხის მიერ ზაფხულში დაანონსებული მეგა პროექტს საძირკველი გამოეცლება. ამასთანავე, მათთვის კიდევ ერთი დამაბრკოლებელია მბაპეს ფაქტორიც. სრულიად შესაძლებელია, რომ უკვე იანვარში ფეხბურთელმა წინასწარი შეთანხმება გააფორმოს მადრიდელებთან.
AS
- 14 დეკემბერი 2021
- 1 837
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.