„სანტიაგო ბერნაბეუ“ 74
მადრიდის „რეალის“ საშინაო არენა 74 წლის იუბილეს აღნიშნავს.
1947 წლის 14 დეკემბერს, ესპანეთის დედაქალაქის მთავარი საფეხბურთო სტადიონის ინაუგურაცია შედგა. ამხანგურ მატჩში, ადგილობრივებმა 3-1 დაამარცხეს პორტუგალიური „ბელენენსეში,“ ხოლო პირველი გოლის ავტორი ბარინაგა გახდა.
მას შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუ“ „ბლანკოსის“ უდიდესი მიღწევების მოსწრეა და ამ ეტაპისათვის, სანახაობრივ ტრანსფორმაციას განიცდის, რათა კვლავ დარჩეს მსოფლიო სპორტის მწვერვალზე. ხელმძღვანელობის მიზანია „ბერნაბეუ“ გადარქმნას ავანგარდულ ხატად, რომელიც გულშემატკივრებს შეთავაზებს კომფორტის, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს. ეს კი მათთვის დაუვიწყარი მომენტების დასაბამი იქნება.
1955 წლიდან, სტადიონი კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს სახელს ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში არენაზე არა ერთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უთამაშია, ხოლო მადრიდისტები მრავალი ტიტულის მოგებისა და მაგიური ღამის მომსწრეები გამხდარან. პარალელურად, „ბერნაბეუმ“ რამდენჯერმე უმასპინძლა ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ოთხ შემთხვევაში, ხოლო თითო-თითოჯერ მუნდიალის, ევროპის ჩემპიონატისა და ლიბერტადორეის თასის ფინალებს (შესაბამისად, 1982, 1964 და 2018 წლებში).
სრულად განახლების წყალობით, სტადიონი გააგრძელებბს მემკვიდრეობას და გააძლიერებს მას ახალი გამოცდილებების მიღებით: „ჩვენ გვინდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიოს საუკეთესო გახდეს. ჩვენი რესურსების დამსახურებით, ის 21-ე საუკუნის უდიდეს მოვლენად იქცევა. ეს იქნება არქიტექტურული ნიშნული, რომელიც აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, რაც საერთო ჯამში დიდ შემოსავლებს მოიტანს. რაც მთავარია, „ბერნაბეუ“ სიამაყეს მოგვრის ყველა მადრიდისტას“ - აღნიშნავს ფლორენტინო პერესი.
- 14 დეკემბერი 2021
- 426
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.