ესპანელი მადრიდისტები გუნდს 10-14 დღეში შეუერთდებიან
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 16 ივლისს პირველი ვარჯიში დანიშნა. პორტუგალიელი სპეციალისტი მზად არის "ბლანკოსის' გასაწვრთნელად. ესპანურ გრანდში ყველა ის ფეხბურთელი გამოცხადდება, რომელიც არ მონაწილეობდა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე, ისინი გუნდს ერთად უბრუნდებიან, ყველაზე ბოლოს კი ვარჯიშზე რაფაელ ვან დერ ვაარტი, სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო, იკერ კასილასი , რაულ ალბიოლი და ალვარო არბელოა გამოცხადდებიან.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, რადგან მომავალ სეზონს აღდგენილი ძალებით შეხვდნენ. ჩემპიონებმა , მუნდიალზე მართლაც დიდი ძალა დახარჯეს, მანამდე კი მომქანცველი სეზონი ჰქონდათ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჟოზემ მათი დასვენება.
მათი დასვენების ვადა, დაახლოებით 10-14 დღე იქნება.
გუნდს ასევე დაგვიანებით შეუერთდება კრიშტიანო რონალდო, მაგრამ ის ესპანელებთან შედარებით ცოტა ადრე გამოცხადდება ვარჯიშზე.
რაც შეეხება რიკარდო კაკას, მისი მომავალი გაურკვეველია, ესპანელ მედიკოსთა განცხადებით ბრაზილიელ ნახევარმცველს თიაქარის ოპერაცია ესაჭიროება. ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია , სხვა შემთხვევაში რიკარდოს კვლავ ტრავმით თამაში მოუწევს, როგორც წინა სეზონში.
- 15 ივლისი 2010
- 1 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.