HalaMadrid.Ge 14 წლის გახდა!
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მადრიდის „რეალის“ არაოფიციალური ქართული ფან-კლუბი იუბილარია.
HalaMadrid.Ge 2007 წლის 14 დეკემბერს, „ნოუ კამპზე“ გასამართ „ელ კლასიკომდე“ რამდენიმე დღით ადრე ჩაეშვა ექსპლუატაციაში და მას შემდეგ, 14 წლის განმავლობაში აწვდის ადგილობრივ მადრიდისტებს საყვარელ კლუბთან დაკავშირებულ სიახლეებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, „ჰალას“ ართცუ ისე დიდმა გუნდმა, არა ერთი დაბრკოლება და სირთულე გამოიარა, რასაც თან ახლდა „რეალის,“ როგორც აღზევება, ასევე დაღმასვლა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოვახერხეთ მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა და აღებული გეზის შენარჩუნება. სწორედ აღნიშნულის წყალობით, ჩვენი ვებ-გვერდი ღირსეულ, მოწინავე ადგილს იკავებს საქართველოში მოქმედ სპორტულ ინტერნეტ პორტალებს შორის.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ „ჰალას“ თითოეულ მომხმარებელს, „მწერალს,“ „რედაქტორსა“ და ადმინისტრატორს. ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში შევძელით „რეალის“ მხარდამხარ ოპერირება, ეს, რა თქმა უნდა, თქვენი, ყველას დამსახურებაა. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ მრავალი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება და სამომავლოდ, ბევრჯერ მოგვიწევს „ბლანკოსის“ წარმატებებისა და ტიტულებისგან გამოწვეული სიხარულის გაზიარება.
დიდი მადლობა ერთგულებისათვის! ჰალა მადრიდ!
- 14 დეკემბერი 2021
- 595
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.