ვინ ურჩია „რეალს?“ - დე ლიხტის ნაცვლად მილიტაო
ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესოა უკანასკნელი დეკადის განმავლობაში.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც სამეფო კლუბი ცენტრალური მცველის ძიებაში იყო, მთავარი აქცენტი დე ლიხტზე კეთდებოდა. 2018/19 წ.წ. სეზონის „აიაქსის“ რიგებში ჩატარების შემდეგ, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მართლაც უმაღლესი შეფასება ჰქონდა. შეიძლება ითქვას, მატიასი ახლოსაც კი იყო „რეალში“ გადაბარგებასთან, სანამ საქმეში ჯუნი კალაფატი არ ჩაერთო, ადამიანი, რომელიც კლუბის სკაუტების სამსახურის უფროსი გახლდათ. სწორედ მისი რეკომენდაციით, ფლორენტინო პერესმა უარი თქვა ამსტერდამელ ჭაბუკზე და საფეხბურთო სამყაროსთვის ნაკლებად ცნობილ მილიტაოზე ჩამოვიდა ფსონს.
თავდაპირველად, ედერის სიტუაცია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მარტივი სულაც არ იყოს. ახალწვეული მოთამაშე რამოსისა და ვარანის ჩრდილის ქვეშ მოექცა და ფაქტოვრივად, არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა სამხრეთ ამერიკელი შანსს დაელოდა და საჭირო მომენტში გამოავლინა შესაძლებლობები.
არსებული მომენტისათვის, მილიტაო „რეალის“ უკანა ხაზის ნამდვილი საყრდენი და გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია, ხოლოდ დე ლიხტი კი „იუვენტუსის“ სათადარიგო შემადგენლობის წევრი.
DC
- 14 დეკემბერი 2021
- 1 130
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.