კროოსი:„იმედი მაქვს, სიურპრიზებს აღარ ვიხილავთ“
ტონი კროოსი „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა...
„ვიმედოვნებ, დამატებით სიურპრიზებს აღარ ვიხილავთ. „პსჟ“ ყველაზე მძიმე მეტოქეა, ვისაც შეიძლება შევხვედროდით, მაგრამ არაფრის გვეშინია. ხალხს ფეხბურთი სწორედ ასეთი მატჩების გამო უყვარს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით.“
„მთავარია თამაში ასე გავაგრძელოთ, როგორც ახლა. დარწმუნებულები ვართ, 1/4 ფინალში გასვლა შესაძლებელია. მოედანზე ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი გამოჩნდება. ყველა ვარიანტში ულამაზეს ორ დაპირისპირებას ველი.“
„ჯერ ლა ლიგის დროა, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ ესპანეთის პირველობაზე, თებერვალში კი ევროსარბიელზე გადავერთოთ.“
- 14 დეკემბერი 2021
- 829
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.