„რეალი“ Vs „უეფა“ - პერესმა უარი განაცხადა
გუშინ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მოვლენები მეტად უცნაურად განვითარდა.
როგორც იცით, დღის პირველ ნახევარში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც სამეფო კლუბის მეტოქე „ბენფიკა“ უნდა ყოფილიყო, რიგი პროცედურული დარღვევების გამო, „უეფამ“ რამდენიმე საათში ბათილად ცნო და ხელახალი წილისყრა დააანონსა. ამჯერად, „რეალის“ გზები „პსჟ“-სთან გადაიკვეთა, რამაც, ბუნებრივია, დიდი ვნებათაღელვა და გამოხმაურება გამოიწვია, როგორც უშუალოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ასევე საფეხბურთო სამყაროში.
თავდაპირველად ივარაუდებოდა, რომ ოფიციალური მადრიდი მომხდარზე თვალს არ დახუჭავდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა, ვინაიდან, „რეალისა“ და „ბენფიკას“ წყვილის გამოვლენა, ყველანაირი წესის დაცვით მოხდა, ხოლო ე.წ. ტექნიკური ხარვეზი კი შემდეგ დაფიქსირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ფლორენტინო პერესი და კომპანია მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლნენ. „ბლანკოსმა“ უარი თქვა მომხდარის სპორტის საარბიტრაჟო სამართლოში გასაჩივრებაზე და ფოკუსირება მთლიანად მომავალ დაპირისპირებებზე მოახდინა, რომელიც მეტად რთული იქნება.
ცნობისათვის, „უეფასა“ და „რეალს“ შორის, ევროპის სუპერ თასის იდეიდან გამომდინარე, ურთიერთობა მეტად დაძაბულია. მხარეები უკვე არა ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სასამარლოს სხდომათა დარბაზში.
AS
- 14 დეკემბერი 2021
- 4 503
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.