"რეალი" მიულერს არ ეშვება
ტომას მიულერი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე 2010-წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. შესანიშნავი მონაცემების მქონე უნივერსალი ნახევარმცველი "ოქროს ბუცისა" და "მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის" ტიტულს დაეუფლა.
მიულერის სამხრეთ აფრიკაში შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ, მისით დაინტერესდნენ ისეთი გრანდები, როგორებიც არიან "ჩელსი" და მადრიდის "რეალი".
თავისმხრივ, "ბავარიის" ხელმძღვანელობას არ სურს ფეხბურთელის გაშვება და უფრო მეტიც ისინი მზად არიან შესთავაზონ მიულერს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი.
თუმცა, მადრიდის "რეალი" არ აპირებს დანებებას და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაარწმუნოს კლუბის ხელმძღვანელობა გაუშვას მიულერი.
აღსანიშნავია, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსათვის მიულერი ამ ზაფხულის მთავარ სატრანფერო მიზანს წარმოადგენს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის იღონოს ყველაფერი, რათა გადმოიბიროს მიულერი.
წყარო: Goal.com
- 15 ივლისი 2010
- 1 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.