რამოსი:„მესისთან ერთად „რეალის“ წინააღმდეგ ბრძოლას ვერასდროს წარმოვიდგენდი“
სერხიო რამოსმა ლეო მესისთან ურთიერთობაზე, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებასა და „რეალის“ ფაქტორზე ისაუბრა...
„მე და მესის შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვცდილობთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და საერთო მიზანს მივაღწიოთ, რასაც „პსჟ“-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და სულ რამდენიმე დღეში გუნდის დახმარებას კვლავ შევძლებ.“
„ლეოსთან ერთად ბერნაბეუზე „რეალის“ დამარცხება უნდა ვცადო. ეს ალბათ ადრე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს.“
„მადრიდსა და პარიზს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, თუმცა მე აქ შესანიშნავად მიმიღეს, ტრავმის მკურნალობაში დამეხმარნენ და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმითქვეს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ გუნდმა როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროსარბიელზე დიდ წარმატებას მიაღწიოს.“
„საკმაოდ რთული თვეები გავიარე, სადაც ძალიან ბევრ ადამიანზე შემექმნა წარმოდგენა. თუნდაც მადრიდიდან დიდი მხარდაჭერა მქონდა. მწერდნენ და მირეკავდნენ ახლობლები და გულშემატკივრები, ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.“
„ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მსურს, რომ უმაღლეს კონდიციას მივუახლოვდე და ლუის ენრიკეს ნდობა კვლავ დავიმსახურო. ამ შემთხვევაში ყველაფერს „ფურია როხას“ დამრიგებელი წყვეტს.“
- 13 დეკემბერი 2021
- 9 661
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.