რონსერო:„„ბენფიკა“ მარტივი მეტოქე სულაც არ იყო“
ტომას რონსეროს აზრით, მადრიდის „რეალისთვის“ „ბენფიკა“ მარტივი მეტოქე სულად არ იყო...
„ამ შემთხვევაში „ბარსელონა“ საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ ფაქტია, რომ „ბენფიკამ“ საოცრება შეძლო და ჩავის გუნდი ჯგუფში ჩატოვა. ლისაბონური კლუბის მიმართ დიდი სიმპატიები მაქვს, ეს არის ისტორიული კოლექტივი, რომელსაც ევროსარბიელზე წარმატება 2-ჯერ აქვს დაფიქსირებული და მიმდინარე სეზონში საკმაოდ მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს.“
„56 წლის ვარ და ბევრი რამ მინახავს, მაგრამ „ბენფიკას“ სტადიონი ჩემს მეხსირებაში ყოველთვის დარჩება, რადგან სწორედ ანჩელოტის „რეალმა“ „ლა დესიმა“ იქ მოიგო.“
„სასურველ მეტოქეებს შორის „სპორტინგი“, „ზალცბურგი“ და „ბენფიკა“ განიხილებოდნენ, მაგრამ როგორც აღვნიშნე ეს უკანასკნელი სულაც არ მიეკუთვნებოდა იოლად დაძლევად ბარიერს.“
„ახლა კი პარიზი? მადრიდი დაამტკიცებს, რომ ამ გუნდისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. შანსები თანაბარია. ნებისმიერ შემთხვევაში ორ სანახაობრივ მატჩს ველი.“
- 13 დეკემბერი 2021
- 933
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.