ბერნაბეუზე 4 მადრიდისტა ბრუნდება
„პსჟ“-სთან შეხვედრამ მადრიდის „რეალში“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფაქტი კი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სანტიაგო ბერნაბეუზე 4 მადრიდისტა დაბრუნდება...
მთავარი მადრიდელი რა თქმა უნდა სერხიო რამოსია, რომელიც გუნდი ლეგენდა და კაპიტანი გახლდათ. გარდა სერხიოსი ბერნაბეუზე ანხელ დი მარია, აშრაფ ჰაკიმი და კეილორ ნავასი დაბრუნდებიან.
კოსტარიკელ კიპერს „ბლანკოსთან“ საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა კლუბთან ერთად არნახულ წარმატებას მიაღწია.
ანხელ დი მარია ისტორიული „ლა დესიმას“ მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
და ბოლოს, აშრაფ ჰაკიმი - ფეხბურთელი, რომელიც „მერენგებმა“ გაზარდეს, იჯარით გაანათხოვრეს და მასზე დიდ ფსონს ჩამოდიოდნენ, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო მაროკოელი მოთამაშე არა „ბლანკოსის“, არამედ პოჩეტინოს გუნდის ღირსებას იცავს.
- 13 დეკემბერი 2021
- 915
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.