სერხიო:„„რეალთან“ შეხვედრა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იქნება“
სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა...
„როდესაც გავიგე, რომ „პსჟ“-ს მეტოქე 1/8 ფინალში „რეალი“ გახდა, მაშინვე განსხვავებული ემოციები დამეუფლა. ჩემთვის ძალიან რთული იქნება სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაში, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ბერნაბეუზე დიდი სიხარულით მიმიღებენ.“
„ვისურვებდი, რომ სხვა გუნდის წინააღმდეგ გვეასპარეზა, თუმცა შედეგებს ვერ შევცვლით.“
„პროფესიონალი ვარ და რა თქმა უნდა, პარიზის წარმატებისთვის ვიბრძოლებ, თუმცა „ბლანკოსის“ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ნამდვილად იქნება სირთულეებთან დაკავშირებული.“
- 13 დეკემბერი 2021
- 4 814
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.